თუ გსურთ იგრძნოთ ნამდვილი საოჯახო გარემო და გამოსცადოთ გურული სტუმარმასპინძლობა, „მეფარიშვილის მარანი“ სწორედ ის ადგილია, სადაც გულწრფელი და საინტერესო ისტორიები ცოცხლდება. აქ მასპინძლები თავად გამოგზაურებენ გურული მეღვინეობისა და კულინარიის სამყაროში. ეს არის შესაძლებლობა, უშუალო და თბილ გარემოში აღმოაჩინოთ, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ტრადიცია, თანამედროვე სტანდარტები და ადგილობრივი კულტურა.
რას შემოგთავაზებთ
- ბუნებრივი ტექნილოგიით დაყენებული, უნიკალური გურული ენდემური ღვინოების დეგუსტაციას
- ნატურალური, ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებულ ტრადიციულ გურულ და ქართულ კერძებს
- მარნის დათვალიერებას და იმ საინტერესო ტრადიციების გაცნობას, რომელსაც ოჯახი წლებია ინახავს
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო ტურს ვენახში.
- ეკო-მეგობრულ და მყუდრო გარემოს, სადაც თითოეული სტუმარი ოჯახის წევრად იგრძნობს თავს.
- რთველში და ღვინის დაწურვაში მონაწილეობას.
- ჩოხატაურის საინტერესო ტურისტული მარშრუტების დაგეგმვას, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების და კულტურული ძეგლების მონახულებას და ტრანსპორტირების და გიდის სერვისის უზრუნველყოფას.
რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული
ჩვენი მარანი არ არის მხოლოდ ბიზნესი - ის საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე გამოძახილია. განსაკუთრებული გურული ხასიათი, რომელიც ჩვენს პროდუქტში იგრძნობა, ბუნებრივი ღვინის ასოციაციისა და გურიის რეგიონალური ბრენდის წევრობითაც დასტურდება. აქ ყველაფერი ნატურალური და ავთენტურია - დაწყებული ვენახის მოვლიდან, დასრულებული სუფრასთან მოყოლილი ამბებით.
ატმოსფერო
მშვიდი, სტუმართმოყვარე და ემოციურად დატვირთული ოჯახური გარემო, სადაც მკაფიოდ იგრძნობა ქართული კულტურა და გურული იუმორი.
საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
„მეფარიშვილის მარანში“ სტუმრობა ოთხივე სეზონზე თანაბრად განსაკუთრებულია. გაზაფხულისა და ზაფხულის სიმწვანე, შემოდგომის რთველის სამზადისი თუ ზამთრის თბილი, ოჯახური საღამოები ბუხართან ნებისმიერ დროს სრულყოფილ ტურისტულ გამოცდილებას ქმნის.
