chemi

გურული გემო და ტრადიციული გასტრონომიაობიექტი

ჩემი ფერმა

აღმოაჩინეთ სოფელ ბუკნარში მდებარე ადგილობრივი წარმოება „ჩემი ფერმა“, სადაც დაგხვდებათ ნატურალური პროდუქტები.

  • ოჯახური
  • ეკო-მეგობრული
  • ავთენტური

აღმოაჩინეთ სოფელ ბუკნარში მდებარე ადგილობრივი წარმოება „ჩემი ფერმა“, სადაც უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტები დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ რძის პროდუქტების დამზადების პროცესს და მონაწილეობა მიიღოთ სულგუნისა თუ ელარჯის მომზადებაში. ჩოხატაურში მდებარე „ჩემი ფერმა“ წარმოადგენს მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც ორიენტირებულია სრულიად ნატურალური, ეკომეგობრული რძის პროდუქტებისა და თაფლის შექმნაზე.

რას შემოგთავაზებთ

  • სრულიად ნატურალური, მაღალცხიმიანი რძის პროდუქტებისა და ადგილობრივი თაფლის დეგუსტაცია და შეძენა
  • მასტერკლასი და უშუალო მონაწილეობა სულგუნის მომზადების პროცესში.
  • ელარჯის მომზადების ტრადიციული წესის გაცნობა და დაგემოვნება.
  • სულგუნის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის სრული ციკლის ჩვენება 10 ლიტრი ნედლი რძის ბაზაზე (შედედება, ყველისა და შრატის განცალკევება, ნადუღის მიღება).
  • ადგილზე მომსახურებისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული

ბიზნესის უნიკალურობა განისაზღვრება საუკეთესოდ მოვლილი საქონლითა და მაღალცხიმიანი რძით, რისგანაც უმაღლესი ხარისხის პროდუქცია მზადდება. ვიზიტორებს აქ ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ სულგუნის დამზადების საოჯახო ტექნოლოგიას.

ატმოსფერო

ფერმაში დაგხვდებათ ნამდვილი ოჯახური გარემო, სადაც გურულ სივრცეში ბუნებრივად არის შეწყმული აჭარული ტრადიციები. აქ შექმნილია მშვიდი, ეკომეგობრული ატმოსფერო, რომელიც სტუმარს საშუალებას აძლევს დატკბეს ადგილობრივი ფერმის ჯანსაღი გარემოთი.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

„ჩემს ფერმაში“ სტუმრობა ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ზაფხულის სეზონზეა.


ფოტო გალერეა

ყველისა და თაფლის ადგილობრივი წარმოება