shara

გურული ვაზის ჯიშები და ღვინის კულტურაობიექტი

შარაშიძის მარანი

ადგილი, სადაც ულამაზესი ბუნება, უნიკალური ვენახები და საუკეთესო სტუმარ-მასპინძლობა ერთიანდება.

  • ავთენტური
  • გასტრონომიული
  • ეთნოგრაფიული

ადგილი, სადაც ულამაზესი ბუნება, უნიკალური ვენახები და საუკეთესო სტუმარ-მასპინძლობა ერთიანდება. ეწვიეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სოფელ ბუკისციხეს და აღმოაჩინეთ „შარაშიძის მარანი“, რომელიც ულამაზეს ხეობაში გელოდებათ. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული საოჯახო სასტუმრო, მარანი, ეთნოგრაფიული სივრცე და ცხენების თავლა. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა გურული ვაზის ჯიშისგან დამზადებული 18 უნიკალური ღვინო, დატკბეთ ეთნოგრაფიული გარემოთი და იდეალურად განიტვირთოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

რას შემოგთავაზებთ

  • სხვადასხვა გურული ვაზის ჯიშისგან დაწურული 18 უნიკალური ღვინის დეგუსტაცია მარანში.
  • ტრადიციული გურული სამზარეულოს, ოჯახის თაფლის, სანთლისა და ჭაჭის არყის, ციტრუსისა და ხილის ჩირის დაგემოვნება.
  • კულინარიული გამოცდილება: დიასახლისისგან რეცეპტების მოსმენა და კერძების მომზადების პროცესში უშუალო ჩართულობა.
  • ეთნოგრაფიული კუთხის დათვალიერება.
  • ცხენებით გასეირნება და ლაშქრობის დაგეგმვა სპეციალურ ბილიკებზე, სუფსის ხეობასა თუ მთაში (წაბლისა და ნაძვის კორომებში).
  • მდინარე სუფსის ხეობაში, „გურისტბაზე“ გაგრილების შესაძლებლობა.

რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული

სოფელ ბუკისციხეში მდებარე „შარაშიძის მარანი“ იდეალური გაჩერებაა როგორც მშვიდი, ისე აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. ამ ადგილის მთავარი სიმდიდრე მისი უნიკალური ვენახები და მრავალგზის მედალოსანი ღვინოებია -ჩხავერი, ჯანი, სხილათუბანი, საქმიელა, ცოლიკოური, მტევანდიდი, წითლანა, ოცხანური საფერე და სხვა. გარდა გასტრონომიული აღმოჩენებისა, აქ შეგიძლიათ საცხენოსნო ტურებში ჩაერთოთ და სრულად შეიგრძნოთ გურიის ბუნების მრავალფეროვნება.

ატმოსფერო

გარემო, სადაც სოფლის სიმშვიდე და გურული კულტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ეზოში განთავსებული სახლი, თანამედროვე კოტეჯი, ეთნოგრაფიული კუთხე, მარანი და თავლა გამორჩეულ განწყობას შეგიქმნით და დროში გამოგზაურებთ. ეს არის სივრცე, სადაც სტუმარს შეუძლია დატკბეს სოფლის ულამაზესი ხედებით, მიიღოს მასპინძლობის საუკეთესო გამოცდილება და სრულიად განიტვირთოს ბუნების წიაღში.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

„შარაშიძის მარანში“ სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს შთამბეჭდავია, თუმცა ცხელ ზაფხულში ვიზიტი განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მდინარე სუფსის ხეობაში, „გურისტბაზე“ გაგრილდნენ. ამასთან, მთასა და წაბლის კორომებში საცხენოსნო ლაშქრობა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ყველა სეზონს დაუვიწყარს ხდის.


ფოტო გალერეა

შარაშიძის მარანი