straw

გურული გემო და ტრადიციული გასტრონომიაობიექტი

ნადეჟდას მარწყვის ბაღი

ადგილი, სადაც წინაპრების მიწაზე გაცოცხლებული ტრადიციები და ბუნების სიტკბო ერთიანდება.

  • ოჯახური
  • ეკო-მეგობრული

ადგილი, სადაც წინაპრების მიწაზე გაცოცხლებული ტრადიციები და ბუნების სიტკბო ერთიანდება. ეწვიეთ სოფელ ქვენობანში მდებარე მარწყვის ბაღს, რომელიც მასპინძელმა პენსიაზე გასვლის შემდეგ, მამა-პაპისეული კარ-მიდამოს ასაღორძინებლად გააშენა. ადგილზე მოსულს შეგიძლიათ თავად დაკრიფოთ საუკეთესო ჯიშის მარწყვი და საკუთარი ხელით მოადუღოთ ნატურალური ჯემი. ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში მდებარე „ნადეჟდას მარწყვის ბაღი“ გამორჩეული აგრო-სივრცეა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მსგავსი ტიპის ბაღები ჩოხატაურში იშვიათობას წარმოადგენს. ეს არის ადგილი, რომელიც სუფთა ჰაერს, ეკომეგობრულ გარემოს და უგემრიელეს მოსავალს აერთიანებს.

რას შემოგთავაზებთ

  • უმაღლესი ხარისხის, „მონტერეი“ ჯიშის მარწყვის დაგემოვნება და შეძენა.
  • აგრო-აქტივობა: მარწყვის საკუთარი ხელით დაკრეფის პროცესში ჩართვა.
  • კულინარიული გამოცდილება: დაკრეფილი ნედლეულისგან მარწყვის მურაბის ან ჯემის საკუთარი ხელით მომზადება.
  • მასპინძლის მამა-პაპისეული მყუდრო კარ-მიდამოსა და მარწყვის ბაღების დათვალიერება.
  • შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა (მოსავლის ასაღებად და ჯემის დასამზადებლად).

რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული

ბაღის მთავარი უნიკალურობა მარწყვის გამორჩეული ჯიში „მონტერეია“, რომელიც საუკეთესო გემოვნური თვისებებით ხასიათდება და არ არის მალფუჭებადი. სტუმრებს ეძლევათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთონ აგრო-პროცესებში, საკუთარი ხელით დაკრიფონ ნატურალური მოსავალი.

ატმოსფერო

აქ დაგხვდებათ ნამდვილი ტრადიციული მასპინძლობა მყუდრო ეზოში, სადაც საკუთარი ხელით დაკრეფილი მარწყვის არომატი და ბუნებასთან სიახლოვე დასვენების საუკეთესო პირობებს ქმნის.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

ბაღში სტუმრობა ყველაზე მიმზიდველი მაისის ბოლოდან იწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამ დროს მწიფდება მარწყვი და სტუმრებს მოსავლის აღების პროცესში სრულფასოვნად ჩართვა შეუძლიათ.


ფოტო გალერეა

ადგილობრივი აგრო-წარმოება