კოტეჯი

სად დავრჩეთ: განთავსების ობიექტებიობიექტი

კოტეჯები ვენახში

დაისვენეთ ვენახში ჩაფლულ მყუდრო ხის კოტეჯებში, სადაც თანამედროვე კომფორტი და გურული მეღვინეობის ტრადიცია ერთიანდება.

  • კომფორტული
  • ეკო-მეგობრული
  • საოჯახო

დაისვენეთ ვენახში ჩაფლულ მყუდრო ხის კოტეჯებში, სადაც თანამედროვე კომფორტი და გურული მეღვინეობის ტრადიცია ერთიანდება. ჩოხატაურში, სოფელ ერკეთის სიმწვანეში ჩაფლული „The A-Frame Vineyard“ ზუსტად ის ადგილია, სადაც ქალაქის ხმაური სრულდება და ბუნებასთან ჰარმონიული დასვენება იწყება. წარმოიდგინეთ დილა, იღვიძებთ ვენახში განთავსებულ კომფორტულ კოტეჯში და გარს მხოლოდ სიმშვიდე გაკრავთ. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარმასპინძლობა, სუფთა გარემო და ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული იშვიათი გურული ღვინოები ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის.

რას შემოგთავაზებთ

  • განთავსება ვენახში მდებარე, კომფორტულ ხის A-Frame კოტეჯებში.
  • ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დამზადებული იშვიათი გურული ღვინოების დეგუსტაცია.
  • ადგილობრივი, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებული კერძები და საუზმე.
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც ვენახის მოსავლელად მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატები გამოიყენება.
  • მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციული კულტურასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და რთველში მონაწილეობა (შემოდგომაზე).

რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული

“The A-Frame Vineyard-ის“ უნიკალურობა გარემოსა და სერვისის ჰარმონიაშია. კოტეჯიდან გადაშლილი ხედები პირდაპირ ვაზის რიგებს გადაჰყურებს, რაც სრულყოფილ სიმშვიდესა და ჰარმონიას უზრუნველყოფს. ადგილი სრულად ეფუძნება ეკო-მეგობრულ მიდგომებს. თქვენ აქ დაგხვდებათ თანამედროვე მოსასვენებელი სივრცე და ავთენტური ოჯახური გარემო, სადაც მაღალი ხარისხის სტუმარმასპინძლობა რეგიონის იშვიათ გემოებთან არის შერწყმული.

ატმოსფერო

გარემო, სადაც ვაზის ფოთლების შრიალში დაწყებულ დილას ხის კოტეჯის კომფორტი ენაცვლება. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ყოველდღიურობას მოწყდეთ და ნამდვილი დასვენება შეიგრძნოთ.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის

წელიწადის ოთხივე სეზონს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა შემოდგომა განსაკუთრებულად დატვირთულია ემოციებით, რადგან სტუმრებს რთველის ხალისიან პროცესში ჩართვა შეუძლიათ.


ფოტო გალერეა

კოტეჯები ვენახში