ადგილი, სადაც დრო ჩერდება და დასვენება იწყება. ეწვიეთ სოფელ ქვენობანში მდებარე ავთენტურ სივრცეს, სადაც პირვანდელი იერი და ტრადიციული ხასიათი სრულად შენარჩუნებულია. ტრადიციული კერძების სურნელი, ნატურალური პროდუქტები და ულამაზესი ბუნება იდეალურ პირობებს გიქმნით ხარისხიანი დასვენებისა და განტვირთვისთვის. აქ აღმოაჩენთ ადგილობრივ კულტურას და დაისვენებთ ბუნების წიაღში, საიდანაც ულამაზესი სივრცეები და სოფლის პანორამები იშლება. ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში მდებარე საოჯახო სასტუმრო „სამზადი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს ავთენტურ დასვენებას და ოჯახურ, აგრო და გასტრონომიულ ტურისტულ თავგადასავლებს. ეს არის სივრცე, სადაც სტუმარი ხდება გარემოს ნაწილი, ეცნობა გურულ სამზარეულოს და აგემოვნებს სრულიად ნატურალურ, ადგილობრივი მეურნეობიდან მიღებულ პროდუქტებს - დაწყებული ახალი რძითა და თაფლით, დასრულებული იხვის ჩახოხბილითა და გურული ღვეზელით.
რას შემოგთავაზებთ
- განთავსება 4 საძინებლიან მყუდრო საოჯახო სასტუმროში.
- ნატურალური, ადგილობრივი მეურნეობის პროდუქტებით (თაფლი, რძე, მაწონი, ყველი, კვერცხი, ბოსტნეული) შედგენილი მენიუ და სრული კვება.
- ძველი რეცეპტებით მომზადებული უნიკალური გურული კერძების (საცივი, იხვის ჩახოხბილი, კვერცხი მწვანე ტყემალში, წიწილა ნიორწყალში) დაგემოვნება.
- კულინარიული მასტერკლასები, მათ შორის, ავთენტური რეცეპტით გურული ღვეზელის მომზადება.
რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული
„სამზადის“ უნიკალურობა მის ლოკაციასა და სახლის ავთენტურობაშია. აქ სტუმარი არ არის მხოლოდ დამსვენებელი - ის ეცნობა თაობიდან თაობას გადმოცემულ სტუმართმოყვარეობისა ტრადიციებს. ყველა კერძი მზადდება ეკომეგობრულ გარემოში, სრულიად ნატურალური, ადგილობრივი ინგრედიენტებით, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და დასამახსოვრებელ გემოებს.
ატმოსფერო
გარემო, სადაც დრო ჩერდება და ბუნება საუბრობს. სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო და სოფლის ცხოვრების რიტმი იდეალურ პირობებს ქმნის სრული რელაქსაციისა და განტვირთვისთვის.
საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
„სამზადიში“ სტუმრობა განსაკუთრებით მიმზიდველი ზაფხულის სეზონზეა. ამ დროს ბუნება მწვანეა, ჰაერი სუფთაა და იდეალური პირობებია დასვენებისთვის. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ სოფლის ყოველდღიურობით, ბუნებაში სეირნობითა და ავთენტური გამოცდილებით.

.jpeg&w=3840&q=75)

