ადგილი, სადაც დრო ჩერდება და გურული ტრადიციები ცოცხლდება. ეწვიეთ 200-წლიან ხის ოდას და თანამედროვე კოტეჯებს. აქ შუაცეცხლზე გამომცხვარი კერძების სურნელი, უშაქრო ჩირის წარმოების პროცესში ჩართულობა და ხელუხლებელი ბუნება ნამდვილ გურულ ყოველდღიურობაში გამოგზაურებთ. შეიგრძენით სიმშვიდე ხეხილითა და ყვავილებით სავსე ეზოში. ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში მდებარე საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს ავთენტურ დასვენებას. ეს არის უნიკალური სივრცე გუბაზოულის ხეობაში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უშაქროდ დამზადებული ნატურალური ჩირი, მიიღოთ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში და დაისვენოთ ხეხილით სავსე ეზოში, მდინარე ჭურისწყალას სიახლოვეს.
რას შემოგთავაზებთ
- განთავსება ხის ეკომეგობრულ კოტეჯებში.
- კვების სრული სერვისით სარგებლობა. ადგილობრივი, ნატურალური, სეზონური პროდუქტებით შედგენილი მენიუ.
- ნატურალური, ადგილობრივი ხილისგან შაქრისა და მინარევების გარეშე დამზადებული ჩირის დეგუსტაცია და წარმოება HACCP-ის სტანდარტით 200 წლიან გურულ ოდაში.
- ადგილობრივი წარმოების ხილი ჩაის დეგუსტაცია და სხვა ადგილობრივი, საოჯახო პროდუქტების დაგემოვნება.
- კულინარიული მასტერკლასები: შუაცეცხლზე და ქვის კეცზე გურული კერძების, მჭადის, ხაჭაპურის მომზადება.
- ბანაობა ეზოს მახლობლად, მდინარის შენაკად ეგზოტიკურ საბანაოზე - ჭურისწყალაზე.
- ტრადიციული გურული ოჯახის მასპინძლობისა და ცხოვრების წესის გაცნობა.
- თემატური ღონისძიებების, ფილმის ჩვენებების, წიგნის პრეზენტაციებისა და საგანმანათლებლო ბანაკების ორგანიზება.
- კორპორაციული საღამოების დაგეგმვა და მასპინძლობა.
- თემატური ექსკურსიების ორგანიზება და მასპინძლობა.
რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული
„სკიჯის სახლის“ უნიკალურობა სოფელში დაბრუნებისა და წინაპრების მემკვიდრეობის გაცოცხლების ისტორიაშია. 200 წლიან გურულ ოდაში განთავსებულია HACCP-ის სტანდარტის საოჯახო საწარმო, სადაც უმაღლესი ხარისხის ჩირი მზადდება. აქ სტუმარი არ არის მხოლოდ დამსვენებელი, ის ოჯახის წევრი ხდება და მასპინძელთან ერთად, სრულად ეკომეგობრულ გარემოში, ტრადიციულ საოჯახო თუ საწარმოო საქმიანობაში ერთვება.
ატმოსფერო
გარემო, სადაც ყოველდღიური რუტინა ხეხილის ბაღის შრიალსა და ჩიტების ჭიკჭიკში იკარგება. სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, თვალწარმტაცი ხედები და ავთენტური ოჯახური გარემო იდეალურ პირობებს ქმნის სრული რელაქსაციისა და ენერგიის აღდგენისთვის.
საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
„სკიჯის სახლში“ სტუმრობა წელიწადის ოთხივე სეზონზე განსაკუთრებულია. გაზაფხულზე აქ ხეხილის ყვავილობის სილამაზე და დაუვიწყარი სურნელი დაგხვდებათ, ზაფხულში ხალისი და მრავალფეროვნება, შემოდგომაზე ჩაერთვებით რთველში და ჩირის წარმოებაში, ზამთარში კი შობისა და ახალი წლის ჯადოსნურ დღეებს გაატარებთ.




