გალერეა წარმოაჩენს ედმონდ კალანდაძის მემკვიდრეობას. მისი ნამუშევრები გამორჩეულია ფერთა ექსპრესიითა და უნიკალური სტილით. საგამოფენო ფონდი მოიცავს მხატვრის პეიზაჟებს, პორტრეტებსა და ნატურმორტებს.
გარელეაში ეწყობა რეგულარული გამოფენები, საგანმანათლებლო აქტივობები და ხელს უწყობს ადგილობრივი ხელოვანების განვითარებას. ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ როგორც კალანდაძის შემოქმედებას, ისე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.
თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ, თავისი დაარსების დღიდან, არაერთ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, შეძლო შეექმნა ფონდი ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიციის შესაქმნელად. დღემდე მიმდინარეობს ფონდის შევსება.

