ერისთავების ციხეიგი უშუალოდ უკავშირდება გურიის ერისთავთა მმართველობის პერიოდს და ასახავს შუა საუკუნეების რეგიონის პოლიტიკურ და სამხედრო ისტორიას. ციხე თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და ისტორიული მნიშვნელობით რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.
გურიის ერისთავების ციხე სამხედრო და ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობა იყო. მისი ფუნქცია გზებისა და ხეობების კონტროლი, ასევე ერისთავთა რეზიდენციის დაცვა იყო. ციხის სტრატეგიული განლაგება ადასტურებს, რომ იგი გამოიყენებოდა როგორც მნიშვნელოვანი შეკრებების ჩატარების ადგილი.
ნაგებობა სრულად შემონახული არ არის, თუმცა დღემდე არსებული ფრაგმენტები - ოთხი მთავარი კედელი (სიმაღლით 5 მ, სიგრძით 25 მ) - საშუალებას იძლევა შევიქმნათ წარმოდგენა მისი თავდაპირველი მასშტაბის შესახებ. ციხის შიგნით განთავსებული იყო სამეურნეო ნაგებობები და მარანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ციხის ირგვლივ არსებული უნიკალური ტყე-პარკი, რომელიც მოიცავს ისეთ იშვიათ ხეებს, როგორებიცაა სექვოია, კანფეტის ხე, ფანქრის ხე და 300-წლოვანი მუხა. ეს ძეგლი გურიის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
ქართული ჩაის აკვანი
გორაბერეჟოული მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში. სწორედ აქ, 1840-იან წლებში, მიხეილ ერისთავის მამულში ჩაეყარა საფუძველი ქართული ჩაის კულტურას.
ვიზიტორის გამოცდილება
ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ციხის შემორჩენილი კედლები და ისტორიული ლანდშაფტი. ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა ისტორიული მარშრუტებისა და ბუნების მოყვარულთათვის.

